კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს, თუ როგორ აგროვებს, იყენებს და აზიარებს FitTrail თქვენს პერსონალურ ინფორმაციას თქვენ მიერ აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში.

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ:

  • პროფილის ინფორმაცია: პროფილის შექმნისას ჩვენ ვაგროვებთ თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ასაკი, სქესი, ფიტნეს მიზნები და სხვა.
  • ვარჯიშის მონაცემები: ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს თქვენს ვარჯიშებთან დაკავშირებით, მათშორის შესრულებული ვარჯიშები, მიდგომები, გამეორებები, ხანგრძლივობა და ნებისმიერი სხვა მეტრიკა, რომლის გაკონტროლებაც აპლიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი.
  • ინფორმაცია გამოყენების შესახებ: ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არსებულ ფუნქციონალებს იყენებთ, რა დროს ატარებთ აპლიკაციაში და რა შეცდომას შეიძლება წააწყდეთ გამოყენებისას.
  • მოწყობილობის ინფორმაცია: ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ მიერ აპლიკაციაზე წვდომისთვის გამოყენებული მოწყობილობის შესახებ, მათ შორის მოწყობილობის ტიპი და ID.

როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას:

  • აპლიკაციის უზრუნველყოფა და გაუმჯობესება: ჩვენ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას პერსონალიზაციისთვის, აპლიკაციის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
  • ვარჯიშის ანალიზი: ჩვენ ვიყენებთ თქვენი ვარჯიშის მონაცემებს, რომ გავაანალიზოთ ის და აღნიშნულის საფუძველზე, საჭიროებისამებრ, მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია.
  • კომუნიკაცია: ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რათა გამოგიგზავნოთ აპლიკაციასთან დაკავშირებული მარკეტინგული ან/და საოპერაციო შეტყობინებები. ეს შეიძლება იყოს აპლიკაციის ვერსიის განახლება, დამატებითი ფუნქციონალი და სხვა.
  • კვლევა და განვითარება: ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ანონიმური და აგრეგირებული მონაცემები კვლევისა და განვითარების მიზნებისთვის, რათა გავაუმჯობესოთ აპლიკაცია და შევქმნათ ახალი ფუნქციები.
  • კანონიერი შესაბამისობა: ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია მოქმედ კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობისთვის.

ინფორმაციის გაზიარება:

  • ჩვენ არ ვაზიარებთ თქვენს ინფორმაციას.
  • პროფილის ინფორმაცია: თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ და განაახლოთ თქვენი პროფილის ინფორმაცია აპლიკაციაში.
  • კომუნიკაცია: თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ელექტრონული ფოსტის შეტყობინებების მიღებაზე ელ.წერილებში გამოწერის გაუქმების ინსტრუქციების შესრულებით ან ჩვენთან დაკავშირებით.
  • ჩვენ ვიღებთ გონივრულ ზომებს თქვენი ინფორმაციის არასანქცირებული წვდომის, გამოყენების ან გამჟღავნებისგან დასაცავად. თუმცა, დავაზუსტებთ, ინტერნეტით გადაცემის ან ელექტრონული შენახვის არც ერთი მეთოდი არ არის 100% უსაფრთხო.
  • ჩვენი აპლიკაცია არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ბავშვებისთვის. შეზღუდვიდან გამომდინარე, პირადი ინფორმაციები არ გროვდება და მუშავდება აპლიკაციის მიერ შეგნებულად.
  • აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეიძლება განახლდეს დროდადრო ჩვენ მიერ კანონების ან შიდა პოლიტიკის ცვლილების შესაბამისად. გაითვალისწინეთ, რომ ცვლილებების შესახებ ინფორმაციებს აპლიკაციის მეშვეობით მიიღებთ.

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან მიმართებით ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: service@fittrail.app